ევროს ფასი 3.19 ლარამდეა  - რა ღირს უცხოური ვალუტა კომერციულ ბანკებსა და ჯიხურებში

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8664 ლარს შეადგენს. რაც შეეხება Bloomberg-ს, სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8650 ლარად ივაჭრება.

"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტა. ამჟამინდელი მონაცემები ასე გამოიყურება:

  • „თიბისი ბანკში“ - 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.8100 ლარად. ევროს ღირებულება 3.1690 ლარია, ხოლო მის გაყიდვა 3.0250 ლარი.
  • „საქართველოს ბანკში“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9150 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.8150 ლარად შეეძლებათ. ევრო 3.1650 ლარი ღირს, მისი გაყიდვა - 3.0290 ლარადაა შესაძლებელი.
  • „ბაზისბანკი“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.900 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.8300 ლარად შეუძლიათ. 3.1760 ლარი ღირს ევრო, ხოლო მისი გაყიდვა 3.0140 ლარი.
  • „ხალიკ ბანკი“ - 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9050 ლარად, მისი გაყიდვა - 2.8150 ლარად შეეძლებათ. ევროს ყიდვა 3.1400 ლარია, მისი გასაყიდი ფასი კი 3.0200 ლარი.
  • „პროკრედით ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9600 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 2.7600 ლარად. ევროს ფასი 3.1920 ლარია, მისი გაყიდვა კი 2.9940 ლარი.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებში დოლარი და ევროს კურსს, ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.8800-2.8700 ლარის ფარგლებში, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.7930- 2.8670 ლარად არის შესაძლებელი.

ევროს ყიდვა ჯიხურებში 3.1130-3.0950 ლარია, გაყიდვა კი 3.000 – 3.0950 ლარი.

ნინი ქეთელაური