ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევაზე ყველაზე მეტი ჯარიმა ვალუტის ჯიხურებზე მოდის - სულ 1.2 მლნ ლარამდეა გამოწერილი

ფულის გათეთრების კანონმდებლობის დარღვევაზე ყველაზე მეტი ჯარიმა ვალუტის ჯიხურებზე მოდის. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ამ ტიპის დარღვევებზე სავალუტო ჯიხურები ჯამში, 595 400 ლარით დაჯარიმდნენ; მეორე ადგილზეა კომერციული ბანკები - 257 800 ლარით, ხოლო მესამეზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთა მიმართაც 129 600 ლარის ჯარიმაა გამოწერილი.

441370946-457738866844158-1471891203569729379-n-1718279780.jpg

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ ჯამურად, 1 195 800 ლარი შეადგინა.

„ადგილზე ინსპექტირების შედეგად დაკისრებული ფულადი ჯარიმების გარდა, 2023 წლის განმავლობაში, საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მიმართ აქტიურად გამოიყენებოდა მაკორექტირებელი ღონისძიებები. იდენტიფიცირებული სისუსტეების დაუყოვნებლივი აღმოფხვრისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შესაბამისობის დონის ამაღლების მიზნით, ადგილზე ინსპექტირების შედეგების გათვალისწინებით, 2023 წელს, არაერთი რეკომენდაცია გაიცა,“- ნათქვამია დოკუმენტში.

სებ-ის მიერ 2023 წელს გაცემული რეკომენდაციების სტატისტიკა ასეთია:

  • კომერციული ბანკები - 39 რეკომენდაცია;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციები - 73 რეკომენდაცია;
  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - 15 რეკომენდაცია;
  • საბროკერო კომპანიები - 18 რეკომენდაცია;
  • სესხის გამცემი სუბიექტი - 117 რეკომენდაცია;
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - 167 რეკომენდაცია.
თაია არდოტელი