საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი - სად უფრო იაფია სასტუმროები booking.com-ზე

დაჯავშნის ონლაინ სისტემა booking.com-ზე მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანში ყველა ვარსკვლავის კატეგორიის სასტუმროების საშუალო ფასი, საქართველოსა და თურქეთის ქალაქ სტამბოლთან შედარებით, ყველაზე დაბალია.

ამის შესახებ აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშში წერია, რასაც Trend ავრცელებს.

კერძოდ, იანვარ-ივლისში booking.com-ზე აზერბაიჯანის სასტუმროების საშუალო ფასი ასეთია:

  • იანვარში - 51 დოლარი
  • თებერვალში - 60 დოლარი
  • მარტში - 79 დოლარი
  • აპრილში - 77 დოლარი
  • მაისში - ანალოგიური 77 დოლარი
  • ივნისში - 82 დოლარი
  • ივლისში - 80 დოლარი

სტამბოლთან შედარებით სასტუმროების ონლაინ დაჯავშნების ფასები, ძირითადად, დაბალია საქართველოშიც, თუმცა აზერბაიჯანზე ძვირია.

კერძოდ, საქართველოში იანვარ-ივლისში booking.com-ზე სასტუმროების საშუალო ფასი ასეთია:

  • იანვარში - 93 დოლარი
  • თებერვალში - 74 დოლარი
  • მარტში - 65 დოლარი
  • აპრილში - 83 დოლარი
  • მაისი - 74 დოლარი
  • ივნისში - 71 დოლარი
  • ივლისში - ანალოგიურად 71 დოლარი

იანვარ-ივლისში booking.com-ზე სტამბოლის სასტუმროების საშუალო ფასებია:

  • იანვარში - 94 დოლარი
  • თებერვალში - 77 დოლარი
  • მარტში - 81 დოლარი
  • აპრილში - 106 დოლარი
  • მაისში - 114 დოლარი
  • ივნისში - 98 დოლარი
  • ივლისში - 94 დოლარი

მოამზადა ლადო სულაბერიძემ