კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

კანადამ რუსი ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დეზინფორმაციასა და პროპაგანდისტულ ოპერაციებში არიან ჩართულები, სანქციები გამოაცხადა, - ინფორმაციას მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასანქციო სია ასევე მოიცავს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთს, ომის მცდელობების მხარდასაჭერად, ძირითად ტექნოლოგიას და ელექტრო კომპონენტებს აწვდიან.

გარდა ამისა, სანქციების სამიზნეს წარმოადგენს ის ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში არიან ჩართულები. „გამოცხადებული ზომები უკრაინისადმი კანადის გრძელვადიან მხარდაჭერას შეესაბამება და მიზნად ისახავს, შეაფერხოს რუსეთის შესაძლებლობა, აწარმოოს უკანონო ომი“, -აღნიშნულია კანადის საგარეო უწყების განცხადებაში.