როგორ შეიცვალა ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები

საქსტატის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2.0% შეადგინა, ხოლო, წინა თვესთან შედარებით 0.4%. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7% შეადგინა, ისევე როგორც თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ შეიცვალა ძირითად სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები 1 წლის განმავლობაში.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, გაძვირდა მხოლოდ ბრინჯი, ლობიო და შაქარი, მზესუმზირას ზეთი, წიწიბურა, მაკარონი, ფქვილი და რძის შემცველი ნაწარმი კი გაიაფდა.

უფრო კონკრეტულად:

  • მზესუმზირას ზეთი- ერთ წელში ფასი შემცირდა 25%-ით
  • ბრინჯი - გაძვირდა 7%-ით
  • წიწიბურა - გაიაფდა 33%-ით
  • მაკარონის ნაწარმი - გაიაფდა 4%-ით
  • ფქვილი - გაიაფდა 2,5%-ით
  • ლობიო - გაძვირდა 4%-ით
  • შაქარი - გაძვირდა 1%-ით
  • რძის შემცველი ნაწარმი - გაიაფდა 5%-ით

ნინი ქეთელაური