ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა რაოდენობა გაიზარდა - რამდენი თეატრი ფუნქციონირებს ქვეყანაში

ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, 2023 წლის საქართველოში 53 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 42 ერთეული იყო დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 7 - თოჯინების, 2 - ოპერისა და ბალეტის, ხოლო 2 - ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა თეატრი. ამასთან, თეატრების უმრავლესობა (52.8 %) ფუნქციონირებდა თბილისში, 15.1% - იმერეთში, ხოლო დარჩენილი 32.1% სხვა რეგიონებში.

სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში 4.9 ათასი ღონისძიება ჩატარდა, აქედან 231 იყო გასვლითი (ქალაქის გარეთ). საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ 156 ერთეული შეადგინა. ხოლო, 2023 წელს ჩატარებული სპექტაკლების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით 23.4 %-ით გაიზარდა და 4 681 ერთეული შეადგინა. სპექტაკლების ნახევარზე მეტი კი (65.8%) თბილისში ჩატარდა.

როგორ საქსტატის მიერ გავრცელებულ მონაცემებშია აღნიშნული, 2023 წელს ღონისძიებებზე დამსწრე მაყურებელთა საერთო რიცხოვნობა, წინა წელთან შედარებით 1.4-ჯერ გაიზარდა და 772.0 ათასი შეადგინა. ამასთან, მაყურებელთა დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა თბილისი (71.3%-ით), ხოლო მეორე ადგილზეა იმერეთი (7.6%-ით).

ნინი ქეთელაური