ალბანეთმა საქართველოს სავიზო რეჟიმი გაუუქმა

ალბანეთმა საქართველოს ზაფხულის სეზონზე სავიზო რეჟიმი გაუუქმა. როგორც ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ქვეყანაში სტუმრობა საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ პასპორტის მეშვეობით პირველ ნოემბრამდე შეუძლიათ.

გამარტივებული სავიზო რეჟიმით საქართველოს გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, რუსეთი, ბელორუსი, საუდის არაბეთი, ყატარი, ომანი და ბაჰრეინი ისარგებლებენ. თავდაპირველად სიაში ჩინეთიც მოიაზრებოდა, თუმცა, ოფიციალურ ჩამონათვალში აღარ მოხვდა. ვიზის დროებითი გაუქმება კი ალბანეთმა ტურისტული ნაკადის მოზიდვისთვის გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყანა ერთი წლის წინ ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი გახდა.

ბელა ნოზაძე