„მაგთიკომი“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე კონკურენციას ზღუდავს“

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული ფიქსირებული ფართოზოლოვანი ბაზრის კვლევის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ინტერნეტ ბაზარზე კომპანია „მაგთიკომს“ კონკურენტებზე მეტად დომინანტური პოზიცია უკავია. მათივე შეფასებით, ეს პოზიცია კომპანიას ძალაუფლებას ანიჭებს, რასაც მომხმარებლებისა და კონკურენტებისგან დამოუკიდებელ ქმედებებამდე მივყავართ.

კვლევის მონაწილე ევროკავშირის ექსპერტების შეხედულებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად და სამართლიანი კონკურენტული გარემოს შესაქმნელად კომპანიას გარკვეული ვალდებულებები უნდა დაუწესდეს, რომლის მიხედვითაც მან სხვა მსურველი ოპერატორები უნდა დაუშვას და ბაზარი გახსნას.

ამასთან, ევროკავშირის ექსპერტებმა კომპანია ფიქსირებულფართოზოლოვან ინტერნეტ ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორადმიიჩნიეს. კვლევაში ნათქვამია, რომ რეგულირების გარეშემომდევნო სამი წლის განმავლობაში„მაგთიკომის“ წილების საქართველოს კანონით დადგენილ მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლების40%-იან ზღვარს ქვემოთ ჩამოსვლა მოსალოდნელი არ არის.

ამდენად, „მაგთიკომის“ მონოპოლიას და უპირატესობას მისი დაფარვის სიხშირე და ხელმისაწვდომობა განაპირობებს. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული კომპანია ოპტიკური ინტერნეტით საქართველოში ყველაზე მეტ - 602 დასახლებას ფარავს, „სილქნეტი“ მხოლოდ - 71-ს, „სქაიტელი“ – 212-ს, „ახალი ქსელების ჯგუფი“ კი მხოლოდ 14-ს. ამასთან „მაგთიკომი“ 392 დასახლების ოპტიკური ინტერნეტის ერთადერთი მიმწოდებელია, „სქაიტელი“ 104 დასახლების, ხოლო „სილქნეტი“ - მხოლოდ 2-ის.

ზემოთ აღნიშნული მონაცემები, რასაკვირველია, ფინანსურ მოგებაზეც აისახება, შესაბამისად, დადგინდა, რომ გასულ წელს ფიქსირებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ მომსახურების ფიზიკური პირი აბონენტებისგან „მაგთიკომმა“ სხვა ყველა კომპანიაზე მაღალი შემოსავალი - 146 მილიონი მიიღო.

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების ვალიდურობას და„მაგთიკომის“ უპირატესობას კონკრეტული რიცხვობრივი მონაცემები ადასტურებს. მაგალითად, კომპანია 2023 წელს, ფიქსირებულ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტ მომსახურებებზე ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავლით კვლავ ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა და ერთი აბონენტისგან საშუალოდ 24.54 ლარს იღებდა.

ამასთან, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომის“ დომინანტურ პოზიციაზე ისიც მიუთითებს, რომ მას ეროვნული მასშტაბის ფიქსირებული ქსელი აქვს და 2022 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი დაფარვა ჰქონდა.

ავტორი: ქეთა ტუხაშვილი