გერმანიას, როგორც ევრო 2024-ის მასპინძელს, ფეხბურთის თამაშებზე ჩამოსული უცხოელი ტურისტებისგან 1 მილიარდი ევროს(1,07 მილიარდი აშშ დოლარი) მიღება შეუძლია - ამის შესახებ IFO ინსტიტუტის პროგნოზშია საუბარი.
ეს ზრდა წლის მეორე კვარტალში გერმანიის ეკონომიკური პროდუქციის დაახლოებით 0,1%-ს შეადგენს.
„საფეხბურთო თამაშების წყალობით, გერმანიის განთავსების ბიზნესი და სურსათის საცალო ვაჭრობის სექტორი ყველაზე დიდ სარგებელს მიიღებს“ - განაცხადა ქვეყნის უმაღლესმა ეკონომიკურმა კვლევითმა ინსტიტუტმა.
თუმცა, Ifo-ს მკვლევარმა გერომ ვულფმა აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური ეფექტი ხანმოკლე იქნება. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ტურისტების რაოდენობა სავარაუდოდ შემცირდება და მომსახურების ექსპორტი ბალანსზე იგივე დარჩება.
ინსტიტუტი ჩემპიონატის განმავლობაში დამატებით 600 000-ზე მეტ უცხოელ ტურისტს და 1,5 მილიონზე მეტ ჯავშანს ელის. ეს შეფასებები 2006 წელს გერმანიის მიერ ჩატარებულ ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ციფრებს ეფუძნება.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო ასევე მოელის სამომხმარებლო სექტორების დროებით ზრდას, საცალო გაყიდვების ძალიან ნელი ტემპის შემდეგ. თუმცა, ის არ ელოდება, რომ ზრდა ისეთი მნიშვნელოვანი იქნება, როგორც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს იყო.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ევრო 2024-ის საერთო ეფექტი გერმანიის ეკონომიკაზე ასევე დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ რამდენად კარგად გამოდის გერმანიის ნაკრები ტურნირზე.
წყარო: Reuters