საქართველოდან IT მომსახურების ექსპორტი იზრდება - ყველაზე დიდი წილი კი აშშ-ზე მოდის

IT სექტორის ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი(26 პროცენტი) აშშ-ში განხორციელდა, - ამის შესახებ Galt & Traggart-ის კვლევაშია საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, IT სექტორის შემოსავლები 2023 წელს 2.4 მილიარდ ლარამდე არის გაზრდილი, აქედან 2.1 მილიარდი ლარი სერვისის ექსპორტით იქნა დაგენერირებული. რომლის ყველაზე დიდ ნაწილს(26 პროცენტი) აშშ-ში განხორციელებული ექსპორტი წარმოადგენს, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (15 პროცენტი) და მალტა (11 პროცენტი). ამასთან, კვლევის ავტორთა შეფასებით, ექსპორტის ზრდა საერთაშორისო IT კომპანიების/სპეციალისტების საქართველოში შემოსვლითაა განპირობებული.

ამასთან, კვლევის თანახმად, IT სექტორის ექსპორტი 2017-2023 წლებში 13.3-ჯერ არის გაზრდილი, კერძოდ, თუ ეს მაჩვენებელი 2017 წელს 200 000 000 ლარი იყო, 2023 წლს - 2.1 მილიარდი ლარი შეადგინა.

IT სექტორის ექსპორტის შემოსავლის ნახევარზე მეტი სწორედ ზემოთაღნიშნული ტოპ სამი ქვეყნიდან იქნა მიღებული. ზოგადად, ტოპ საექსპორტო ქვეყნების სრული რეიტინგი კი ასე გამოიყურება.

  • აშშ - 26%;
  • დიდი ბრიტანეთი - 15%;
  • მალტა - 11%;
  • ნიდერლანდები - 9%;
  • გერმანია - 8%;
  • შვეიცარია - 3%;
  • ბულგარეთი - 3%;
  • ისრაელი - 2%;
  • სხვა - 23%.

ცნობისთვის, სექტორის ზრდას უმთავრეს განმაპირობებელ ფაქტორად საგადასახადო შეღავათები სახელდება. ასევე, სექტორის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობად საერთაშორისო კომპანიებისა და IT სპეციალისტების საქართველოში რელოკაციასაც განიხილება.

თორნიკე მაისაშვილი