დაფინანსების და მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება საქართველოსთან - იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის დოკუმენტი წევრ ქვეყნებს უკვე დაეგზავნათ

დაფინანსების და მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება - აღნიშნულს გულისხმობს ის მოკლევადიანი ზომები, რომელიც შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოს შესახებ მიიღოს. ამის შესახებ, ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ევროკავშირის ვარიანტების დოკუმენტი საქართველოს შესახებ წევრ ქვეყნებს გაეგზავნა:

1. მოკლევადიანი ზომები: დაფინანსების შეჩერება; მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება;

2. სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში: ინდივიდუალური სანქციები, ვიზები დიპლომატიური პასპორტისთვის; შემცირდება სამხედრო დახმარება/მხარდაჭერა;

3. სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესების შემთხვევაში: სავიზო რეჟიმისა და ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება,“ - წერს იოზვიაკი სოციალურ ქსელში.