“კოპენბურმა” სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გაცემა დაიწყო

ზარალების ადმინისტრირების სამსახურმა 24 საათიანი მუშაობის შედეგად, მოახდინა ყველა დაზღვეული ობიექტის ადგილზე მონახულება. ყველა ის ავტომობილი, რომელიც აღდგენას ექვემდებარება, გადაყვანილია სერვის ცენტრებში. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანია ცდილობს დაზღვეული ავტომობილებისათვის მიყენებული ზიანი მაქსიმალურად მოქნილი პროცედურით აანაზღაუროს.

სადაზღვევო კომპანია “კოპენბური” მზად არის, იკისროს სოციალური პასუხისმგებლობა სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების წინაშე და უზრუნველყოს ისინი როგორც საკვები პროდუქტებით, ისე პირველადი მოხმარების ნივთებით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით.