გერმანიაში 2024 წლის პირველ სამ თვეში 5 209 კომპანია გაკოტრდა

გერმანიაში კომპანიების გაკოტრების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის პირველ სამ თვეში 5209 კომპანია გაკოტრდა - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ექსპერტების აზრით, წლის ბოლომდე ეს რიცხვი დაახლოებით 20 000-ს მიაღწევს. ეს ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26,5%-ით მეტია, ხოლო COVID-19-ის პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს 11,2%-ით აჭარბებს.

ყველაზე მეტი გაკოტრების შემთხვევა ტრანსპორტისა და სასაწყობო სექტორში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის სამშენებლო და დასაქმების სააგენტოები. სასამართლოს შეფასებით, გაკოტრების გამო კრედიტორების პრეტენზიებმა მარტის ბოლოსთვის 11,3 მილიარდი ევრო შეადგინა.

ექსპორტის აღდგენის გარკვეული ნიშნების მიუხედავად, გერმანიის ეკონომიკა კვლავ გამოწვევის წინაშე დგას, ამის მიზეზი მეტწილად ენერგიის მაღალი ფასები და მზარდი საპროცენტო განაკვეთებია.

თორნიკე მაისაშვილი