Top-10 ქვეყანა, რომელიც დადასტურებული ბუნებრივი აირის ყველაზე დიდ მარაგს ფლობს

ბუნებრივი აირი დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია და ის თითქმის ყველაფერში, მათ შორის ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, სახლების/ შენობების გასათბობად და ელექტრო მანქანებისთვის გამოიყენება. აირი ასევე წარმოადგენს ნედლეულს სხვადასხვა სამრეწველო პროცესებში.

ბუნებრივი აირის რეზერვუარი მოისაზრებს მიწისქვეშა ზონას, სადაც ფოროვან და გამტარ კლდეებში ბუნებრივი აირი გროვდება და შემოისაზღვრება წყალგაუმტარი ქანების ან წყლის ბარიერებით.

დადასტურებული რეზერვები კი წარმოადგენს ბუნებრივი აირის მოცულობას, რომლის გამოყენება შესაძლებელია არსებული ეკონომიკური და საოპერაციო პირობებში. ეს რეზერვები შეიძლება გაიზარდოს ახალი ჭაბურღილების გაბურღვისას.

ამჟამად მსოფლიოში დადასტურებული ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მარაგი რუსეთს აქვს და ის გლობალური ბუნებრივი აირის თითქმის 20%-ია. მეორე ადგილზეა ირანი, შემდეგ კი ყატარი.

Visualcapitalist-მა გამოავლინა ტოპ 10 ქვეყანა ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგებით:

რუსეთი: 38 ტრილიონი კუბური მეტრი

ირანი: 32 ტრილიონი კუბური მეტრი

ყატარი: 24 ტრილიონი კუბური მეტრი

შეერთებული შტატები: 13 ტრილიონი კუბური მეტრი

საუდის არაბეთი: 8 ტრილიონი კუბური მეტრი

თურქმენეთი: 7 ტრილიონი კუბური მეტრი

არაბთა გაერთიანებული საემიროები: 6 ტრილიონი კუბური მეტრი

ვენესუელა: 6 ტრილიონი კუბური მეტრი

ნიგერია: 5 ტრილიონი კუბური მეტრი

ალჟირი: 4 ტრილიონი კუბური მეტრი

წყარო: visualcapitalist.com

თეონა რამაზაშვილი