როგორ გახდა როკფელერი მსოფლიოს პირველი მილიარდერი და რა ბედია ეწია მის ქონებას

როდესაც ფიქრობთ ამერიკელ მილიარდერებზე, ალბათ, დღეისთვის ცნობილ ადამიანებს წარმოიდგენთ, მათ შორის, ჯეფ ბეზოსს, ბილ გეითს და ა.შ. თუმცა, ამერიკის პირველი მილიარდერი რეალურად იყო ჯონ დ. როკფელერი, ნავთობგიგანტის დამფუძნებელი, რომელსაც ჰქონდა 400 მილიარდი დოლარის ექვივალენტის ქონება.

როკფელერების ოჯახი დღესაც რჩება Forbes-ის ამერიკის უმდიდრესი ოჯახების სიაში.

საინტერესოა, როგორ ააგო ჯონ დ.-მ თავისი გასაოცრად მომგებიანი იმპერია ძალიან რთული ბავშვობის შემდეგ და რა გააკეთა მან თავისი უზარმაზარი სიმდიდრით.

დასაწყისი

ჯონ როკფელერი 1839 წელს, ნიუ-იორკში, მოკრძალებულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა ბილი თაღლითი იყო: მოგზაური, რომელიც აცხადებდა, რომ შეეძლო კიბოს განკურნება და იშვიათად იყო სახლში. ცნობილია, რომ მის ცოლს, ელიზას ცუდად ექცეოდა.

ახალგაზრდა როკფელერზე უფრო მეტი გავლენა მოახდინა დედამ, რომელმაც მას ფულის საშოვნელად, მუშაობის მნიშვნელობა ასწავლა.

პატარა ჯონის პირველი სამუშაო იყო ინდაურების მოშენება, ტკბილეულის გაყიდვა და მეზობლების დავალებების შესრულება.

როკფელერის საქმიანი ინსტინქტი აშკარა გახდა მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი 1853 წელს კლივლენდში გადავიდა. ორი წლის შემდეგ, როდესაც როკფელერი სულ რაღაც 16 წლის იყო, Hewitt & Tuttle-ში - მცირე საკომისიო ფირმაში საოფისე სამსახური მიიღო. ის დღეში დაახლოებით 50 ცენტს გამოიმუშავებდა, მუშაობდა ბუღალტერის თანაშემწედ ბიზნესში, რომელიც ყიდულობდა და ყიდდა აუცილებელ საქონელს, როგორიცაა ნახშირი და მარცვლეული.

ბიზნესის წამოწყება

20 წლის ასაკში როკფელერმა საკმარისად ისწავლა და გადაწყვიტა დამოუკიდებლად ეცადა ბედი. 1859 წელს, ის გაერთიანდა მორის ბ. კლარკთან, რათა შეექმნა მწარმოებელი კომპანია, რომელიც ყიდდა თივას, ხორცს და მარცვლეულს. საწარმომ პირველი წლის ბოლოს 450,000 დოლარი გამოიმუშავა.

ამერიკის პირველი ნავთობის ჭაბურღილი პენსილვანიაში 1859 წელს გაბურღეს და ისტორიულმა მომენტმა როკფელერს შთააგონა ნავთობის ინდუსტრიაში შესვლა. თუმცა, ბურღვის ნაცვლად, მან მოიფიქრა, რომ გადამუშავების პროცესი უფრო მომგებიანი იქნებოდა და რამდენიმე პარტნიორთან ერთად გაერთიანდა კლივლენდში საკუთარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გასახსნელად.

ორი წლის განმავლობაში ის გახდა ყველაზე დიდი ამ სფეროში, რამაც აიძულა ახალგაზრდა ბიზნესმენი ნავთობზე ფოკუსირება მოეხდინა. გარკვეული სესხის შემდეგ, როკფელერმა 1865 წელს ქარხნის სრული კონტროლი მოიპოვა.

1865 წელს მან გაითვალისწინა მაშინდელი პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის მიერ ტრანსკონტინენტური რკინიგზის პოპულარიზაცია და იწინასწარმეტყველა, რომ სამოქალაქო ომის დასასრულს საზღვაო ხაზები და სამხრეთ რკინიგზა აშენდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ის იმ დროისთვის საწვავის მთავარი წყარო იყო, როკფელერმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ საბოლოოდ, ნახშირი ნავთობით შეიცვლებოდა.

Standard Oil-ის დაბადება

1870 წელს როკფელერმა ძმასთან, უილიამთან და მრეწველ ჰენრი ფლაგლერთან ერთად Standard Oil ჩამოაყალიბა. ნავთი, რომელიც იმ დროს ნათურების გასანათებლად გამოიყენებოდა, როკფელერი დარწმუნებული იყო, რომ მას წარმატებას მოუტანდა. მალე ის ამერიკაში პროდუქციის უდიდესი მწარმოებელი გახდა.

Standard Oil-მა მაქსიმალურად გაზარდა თავისი ძალა. მათ ისწავლეს, როგორ დაზოგონ ბენზინი, რომელიც წარმოებული იყო გადამუშავების პროცესში და გამოიყენეს იგი საპოხი ზეთების შესაქმნელად.

1871 წელს როკფელერი შეუერთდა South Improvement Company-ს, საწარმოს, რომელიც აერთიანებდა რკინიგზისა და ქარხნის გიგანტებს. წევრებს მიეცათ სპეციალური გადაზიდვის ტარიფები, რაც მათ საშუალებას აძლევდა, კლიენტებისთვის ნაკლები გადაეხადათ.

იმის გამო, რომ ორგანიზაცია მხოლოდ დიდ მოთამაშეებს მოიცავდა, ბევრი მცირე კომპანია დარჩა გარეთ.

მისი მოგების ზრდასთან ერთად, როკფელერმა შემდეგი ორი წელი გაატარა თავისი კონკურენტების შესყიდვაში და შექმნა ამერიკის პირველი მონოპოლია. მან იყიდა 22 ქარხანა ოთხ თვეზე ნაკლებ დროში, რაც იმას ნიშნავს, რომ მან მოიპოვა კლივლენდში კონკურენციის 80%.

მამონტის ხელში ჩაგდებას, მოჰყვა Standard Oil Trust-ის შექმნა. სამი ათწლეულის განმავლობაში Standard Oil Trust ზედამხედველობას უწევდა თითქმის ყველა ნავთობის წარმოებას, მარკეტინგს და ტრანსპორტირებას შეერთებულ შტატებში.

მისი ნავთობი სარკინიგზო ტვირთის დაახლოებით 40%-ს შეადგენდა.

ამან გამოიწვია ფართო კონკურენცია სარკინიგზო კომპანიებს შორის და ნიშნავდა იმას, რომ მან მიიღო ფასდაკლება თავისი ბიზნესის სანაცვლოდ. თავის მხრივ, ამან შეამცირა ნავთის ფასი, რაც უფრო ხელმისაწვდომი გახდა საშუალო შემოსავლის ადამიანისთვის.

როკფელერისთვის სარკინიგზო გიგანტები, კორნელიუს ვანდერბილტი და ტომ სკოტი ცდილობდნენ სარკინიგზო ტარიფების გაზრდას. როგორც ყოველთვის, საზრიანმა როკფელერმა, საპასუხოდ ააშენა 4000 მილი მილსადენი ქალაქგარეთ. ამან მისი ნავთობი ოჰაიოდან პენსილვანიაში გადაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აღარ იყო დამოკიდებული რკინიგზაზე. ამან გამოიწვია ქვეყნის სარკინიგზო კომპანიების დაახლოებით მესამედის გაკოტრება.

1882 წლისთვის Standard Oil Trust აკონტროლებდა შეერთებული შტატების ნავთობის 90%-ს.

1904 წლისთვის მთავრობამ შეიტანა ანტიმონოპოლიური სარჩელი Standard Oil Trust-ის წინააღმდეგ. დღევანდელი ფასებით, დაახლოებით 225 მილიარდი დოლარის ქონებით, როკფელერი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა.

როკფელერმა გაუძლო ვრცელ სასამართლო პროცესს, რომელმაც აღმოაჩინა მისი ბიზნეს ტაქტიკის არსებითი მხარეები. 1911 წელს სასამართლოებმა მასიური დარტყმა მიაყენეს მას და დაიდო დასკვნა, რომ Standard Oil-ის ბიზნეს პრაქტიკა არღვევდა შერმანის ანტიმონოპოლიურ აქტს. ამ ეტაპზე კორპორაცია კვლავ აკონტროლებდა ნავთობის გლობალური ბაზრის 70%-ს. როკფელერს ექვსი თვე მიეცა თავისი ბიზნესის დასაშლელად.

კომპანიის დაშლის შედეგად როკფელერმა შექმნა 34 პატარა კომპანია და საბოლოოდ აქცია ის უფრო მდიდარი, ვიდრე ოდესმე. ეს კომპანიები მოგვიანებით გახდებოდა Chevron და ExxonMobil.

ათწლეულის განმავლობაში როკფელერის სიმდიდრე გაიზარდა დაახლოებით, 400 მილიარდ დოლარამდე.

1937 წელს, 97 წლის ასაკში გარდაცვალების დროისთვის, როკფელერმა 530 მილიონ დოლარზე მეტი შესწირა საქველმოქმედო მიზნებს.

მან შექმნა ოთხი ფონდი სიცოცხლის განმავლობაში: როკფელერის ფონდი, როკფელერის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტი, ზოგადი განათლების საბჭო და ლორა სპელმან როკფელერის მემორიალი, რომელიც შეიქმნა მისი მეუღლის პატივსაცემად, რომელიც გარდაიცვალა 1915 წელს.

როკფელერების დინასტია

ჯონ როკფელერმა ააგო უმდიდრესი დინასტია. Forbes-ის თანახმად, დღეს მისი ოჯახის ქონება 10,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ამბობენ, რომ ქონება გადანაწილებულია ოჯახის 200-ზე მეტ წევრზე, მათ შორის არიან მოდის დიზაინერი არიანა როკფელერი და შეერთებული შტატების ყოფილი სენატორი ჯეი როკფელერი.

ოჯახის ყველაზე ცნობილი წევრი იყო დევიდ როკფელერი, რომელიც 2017 წელს, 101 წლის ასაკში გარდაიცვალა. დევიდს ჰქონდა დაახლოებით 3,3 მილიარდი დოლარის ქონება და, ბაბუის მსგავსად, საქველმოქმედო საქმიანობაში იყო ჩართული.

როკფელერების ოჯახი რჩება მსოფლიოს უმდიდრეს ოჯახად და ისინი ჩართულნი არიან მსოფლიოს უმსხვილეს პროგრამებში.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი