„რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა კონტროლისას 508 სამართალდარღვევა გამოვლინდა“

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან 6729 შემოწმება განახორციელა.

კონტროლის შედეგად 508 სამართლებრივი დარღვევა გამოვლინდა. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები მთელი საქართველოს მასშტაბით ყველისა და რძის სხვა პროდუქტების ნიმუშებს იღებენ.

2024 წლის 5 თვის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელ/გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან უკვე განახორციელა 6729 სახელმწიფო კონტროლი. შედეგად გამოვლინდა 508 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

რძის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მწარმოებლებსა და ასოციაციებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში

მერი ტაბატაძე