„ბრტყელი ატამი ფართოდ გავრცელებულ ხილად იქცა” - რამ განაპირობა მსოფლიოში პროდუქტის პოპულარობა

EastFruit-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ბრტყელი ატმის პოპულარულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამჟამად მსოფლიოში ბრტყელი ატმის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა თურქეთია, სადაც ფერმერებმა მოსავლის აღება უკვე დაიწყეს.

თურქული ექსპორტიორი კომპანია გამოცემასთან აღნიშნავს, რომ ბრტყელ ატამს მისი გემოსა და არომატის გამო ანიჭებენ მომხმარებლები უპირატესობას.

„ბრტყელ ატამს მისი შესანიშნავი გემოს, არომატის და შაქრის მაღალი შემცველობის გამო ანიჭებენ უპირატესობას“, - ამბობს ატმის ექსპორტიორი კომპანია Anadolu Etap-ი EastFruit-თან.

ექსპორტიორები საუბრობენ პოპულარობის მიზეზებზეც და აღნიშნავენ, რომ მოთხოვნის ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია სოციალური ქსელებით. კერძოდ, ხშირად მოქალაქეები აგემოვნებენ ბრტყელ ატამს, ვიდეოებს იღებენ და სოციალურ ქსელებში ათავსებენ, რაც ზრდის მის ცნობადობასა და მოთხოვნას.

ამ ეტაპზე თურქეთიდან ბრტყელი ატმის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირისა და აზიის ბაზრებზე ხორციელდება. Anadolu Etap-ის განცხადებით, გეგმავენ, რომ გააშენონ საადრეო და საგვიანო ჯიშებიც, რათა პროდუქტზე მოთხოვნა მუდმივად დააკმაყოფილონ.

მერი ტაბატაძე