მეტროს მოძრავი შემადგენლობების რაოდენობა გაიზარდა

მეტროს მოძრავი შემადგენლობების რაოდენობა გაიზარდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში თბილისის მეტროში მგზავრთა ნაკადის გაზრდასთან დაკავშირებით სატრანსპორტო კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება I ხაზზე ("ახმეტელის თეატრი" - "ვარკეთილი") დამატებით ორი შემადგენლობის (სულ 8 ვაგონი) გამოყვანის შესახებ, რაც გამოიწვევს მეტროს სადგურების მნიშვნელოვან განტვირთვას და შეამცირებს დროის შუალედებს.

ასევე უკვე ორი დღეა გაზრდილია საბურთალოს ხაზზე მომუშავე შემადგენლობების რაოდენობა (3 ვაგონი).