„მფრინავი სასახლე“, სპეციალური კოსმეტიკა და სხვა უცნაურობები - რაში ხარჯავენ ფულს ულტრამდიდრები

2024 წლის Knight Frank Wealth-ის ანგარიშის მიხედვით, ულტრა მდიდრების რაოდენობა გაიზარდა. გარდა ამისა, Forbes-ის მსოფლიოს მილიარდერთა უახლეს სიას 265 ახალი წევრი შეუერთდა და მათმა რაოდენობამ რეკორდულ 2 781-ს მიაღწია.

თითქმის ყველამ იცის, რომ მილიონერთა და მილიარდერთა ცხოვრების წესი განსაკუთრებულია. ასეთივე განსაკუთრებული და უცნაურია მათი დანახარჯებიც.

როგორც წესი, ულტრა მდიდრებისთვის ხელმისაწვდომია ისეთი იშვიათი ნივთები, მომსახურება თუ სხვა შეთავაზებები, რაც მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის წარმოუდგენელიც კი არის. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

1-1718520118.jpg

დამატენიანებელი საცხი Dior L'Or de Vie La Crème-ის შეზღუდული გამოშვება 7,500 დოლარი

სუპერ მდიდრები სხეულის მოვლას და დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. დამატენიანებელი საცხი Dior's L'Or de Vie La Crème შეზღუდული გამოშვების ვერსიაა. მისი ფასი 7,500 დოლარიდან იწყება და მხოლოდ 130 ერთეული გამოდის.

კრემის ინგრედიენტია Yquem-ის გამაახალგაზრდავებელი წვენი, მოპოვებული ძვირფასი ვაზისგან, რომელიც იზრდება საფრანგეთში, შატო დ'იკემის ვენახებში. შატო მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ღვინოებს აწარმოებს.

2-1718520395.jpg

Equinox Optimize-ის სპორტული დარბაზის წევრობა: 40,000 დოლარი

მსოფლიოს მეგამდიდრებს ახალი აკვიატება აქვთ: სიცოცხლის გახანგრძლივება. მათ შორის არის 46 წლის ტექნიკური მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი, რომელიც ამაში ყოველწლიურად 2 მილიონ დოლარს ხარჯავს.

მათთვის ასევე ხელმისაწვდომია პრემიუმ ამერიკული ფიტნესის ქსელი Equinox, რომელიც გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ, Optimize პაკეტს ყოველწლიურად 40,000 დოლარად.

პაკეტი არის ყოვლისმომცველი და აერთიანებს სამედიცინო, სავარჯიშო, კოსმეტოლოგიურ თუ სხვა პროცედურებს სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

3-1718520161.jpg

გოლფის ურიკა Uber-luxe Garia - 110,000 დოლარი

გოლფის ურიკა Garia ძვირად ღირებული ურიკების ბაზარზე ლიდერობს. მას გარდაცვლილი დედოფალი ელიზაბეტ II ფლობდა. Garia -ს ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი არის Mercedes-Benz-ის დიზაინის სილამაზე.

4-1718520185.jpg

მილიარდერის გაჯეტების ნაკრები Golden Concept- 250,000 დოლარი

შვედური ბრენდი Golden Concept სპეციალიზებულია მდიდრული Apple აქსესუარების შექმნაზე, რომელიც ძვირფასი ლითონებისგან და ძვირფასი ქვებისგან მზადდება.

როგორც ცნობილია, მას ფლობენ კარდაშიანები, კრიშტიანო რონალდუ, დიჯეი ხალედი და სხვა ვარსკვლავები.

Billionaire's Gadgets კოლექციაში წარმოდგენილია 7500-ზე მეტი ბრილიანტით მორთული აქსესუარები.

5-1718520205.jpg

თეთრი უდაბნოს Ultimate Antarctic თავგადასავალი - 2 მილიონი დოლარიდან

თეთრი უდაბნოს (White Desert) ყველაზე ძვირად ღირებული პაკეტი არის Ultimate Antarctic თავგადასავალი, რომელიც ნამდვილ საოცრებას ჰპირდება ადამიანებს. თუმცა, ტურის ღირებულება 2 მილიონი დოლარიდან იწყება.

16-დღიანი მოგზაურობა მოიცავს კრუიზს ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე, ექსპედიციას სამხრეთ პოლუსზე და სხვა საოცარ თავგადასავლებს.

6-1718520234.jpg

მოგზაურობა კოსმოსში Blue Origin-ით - 28 მილიონი დოლარი

რასაკვირველია, მღელვარების მაძიებელი მულტიმილიონერები და მილიარდერები არ იზღუდავენ თავებს და კოსმოსში მოგზაურობითაც კი “ერთობიან“.

Blue Origin-ის რაკეტა დედამიწიდან კოსმოსში 62 მილის მანძილზე გადის და მგზავრებს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდება.

7-1718520254.jpg

შეკვეთით დამზადებული Rolls-Royce Droptail Roadster: 38.3 მილიონ დოლარამდე

Rolls-Royce არის ბაზრის ლიდერი თავისი Droptail-ით, რომელსაც მხოლოდ შეკვეთით ამზადებს. მისი ფასი 38,3 მილიონ დოლარამდეა.

ისინი ფლობენ თითქმის წარმოუდგენელ პრემიუმ ფუნქციებს, მათ შორის შვეიცარიელი საათების მწარმოებლების მიერ შექმნილ დიზაინს, რომელიც როგორც წესი, საშუალო სუპერმანქანაზე მეტი ღირს.

8-1718520274.jpg

Oppidum L'Heritage Doomsday-ის ბუნკერი - 100 მილიონი დოლარი

სუპერმდიდრები თავიანთ ვილებში ამონტაჟებენ ბუნკერებს. ეს “სიგიჟე“ COVID-19-ის პანდემიის დროს დაიწყო და უკრაინაში ომის შემდეგ განვითარდა კიდეც.

ამერიკული ფირმა SAFE ამჟამად აშენებს კუნძულ ციხის ბუნკერს უცნობი ბიზნესმენისთვის. თუმცა, ფუფუნების ნამდვილი მოყვარულებისთვის, არჩევანი მხოლოდ ერთია - L'Heritage.

ბუნკერი მოიცავს 1,150 მეტრ კვადრატს და არის ხუთ ოთახიანი თავშესაფარი, რომელიც ხუთვარსკვლავიან სასტუმროს უფრო ჰგავს.

9-1718520300.jpg

G Train - 350 მილიონი დოლარი

სუპერ მდიდრები, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეშინია ფრენის, კერძო მატარებლებით გადაადგილდებიან. მათ შორის გამორჩეული არის სუპერ “თრეინი“ G Train.

სტივ ჯობსის სუპერიახტის დიზაინერის, ტიერი გოგენის იდეა, 350 მილიონი დოლარი ღირს. "სასახლე რელსებზე" მოიცავს 14 მანქანას 18 მგზავრისთვის.

მას აქვს გასაოცარი შუშის გარსაცმები და დაუჯერებელი სივრცეების სერია, მათ შორის ბაღი, ხელოვნების გალერეა და სხვა.

99-1718520338.jpg

"მფრინავი სასახლე"- 610 მილიონ დოლარამდე

Boeing იღებს შეკვეთებს BBJ 777-9-ისთვის, რომელიც მზად მომავალ წელს იქნება.

უახლესი თვითმფრინავი გთავაზობთ 343 კვადრატულ მეტრ სალონს, რომელიც განლაგებულია Lufthansa Technik-ის მდიდრულ სტილში. CNN-ის ცნობით, ციური ვარსკვლავის სალონი აერთიანებს ახლო აღმოსავლეთის დიზაინის ელემენტებს და ძირითადად ყურის სამეფო ოჯახებს ემსახურება.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი