ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.

ადგილობრივების თქმით, ლასურიაში, ჩხუტელში, ლაჯანაში, დეხვირში ძლიერმა სეტყვამ მოსავალი გაანადგურა.

დილით მოსულმა სეტყვამ ვენახების და სახნავ-სათესი ფართობების გარდა, სოფლების ნაწილში, ასევე, საცხოვრებელი სახლები დააზიანა.