“უწიგნური“ მილიონერი - როგორ გახდა ფერმერის ვაჟი სატრანსპორტო მაგნატი

კორნელიუს ვანდერბილტის ისტორია ძალიან საინტერესოა. მან ბიზნესის კეთება 16 წლის ასაკში დაიწყო და საბოლოოდ შეერთებული შტატების უმდიდრესი ადამიანი გახდა.

ბავშვობა

კორნელიუს ვანდერბილტი 1794 წელს დაიბადა. მან არა მხოლოდ მემკვიდრეობით მიიღო მამის სახელი, არამედ გახდა მისი მთავარი თანაშემწე და ოჯახის მხარდამჭერი.

ჰოლანდიელი ემიგრანტის შთამომავალი, ვანდერბილტ უფროსი, ფლობდა ფერმას სტეიტენ-აილენდზე და პატარა ბარჟას, რომლითაც ლონგ აილენდში გადაჰყავდა ხალხი, ხანდახან კი საქონელი. ოჯახის კეთილდღეობაზე მისი მეუღლე ფებუსიც ზრუნავდა: მას შეეძლო ტანსაცმლის კერვა, ასევე ჰქონდა ბოსტანი, სადაც ოჯახისთვის საჭირო ბოსტნეული მოჰყავდა. როდესაც კორნელიუს უმცროსი 11 წლის იყო, მისი უფროსი ძმა იაკობი გარდაიცვალა და ბიჭი მამის ერთადერთი მხარდამჭერი გახდა.

ოჯახის შემოსავალი საკმარისი იყო შვილების შესანახად, ჩასაცმლად და სკოლაში გაგზავნისთვის. მაგრამ კორნელიუს უმცროსის შემთხვევაში ეს უკანასკნელი არ იყო საჭირო. ის სკოლაში მხოლოდ რამდენიმე თვე დადიოდა, რის შემდეგაც სამუდამოდ მიატოვა სწავლა.

ამის ნაცვლად მან გადაწყვიტა მამის ფერმაში ემუშავა. ამავდროულად მოზარდი სწავლობდა გემის მართვას. მაშინდელი ბევრი მოზარდის მსგავსად, 15 წლის კორნელიუსიც მეამბოხე იყო. თავს საკმარისად გამოცდილ ადამიანად თვლიდა, რომ შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. შედეგად, განიზრახა მეზღვაური გამხდარიყო.

მშობლების ამის სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ. მათ მოახერხეს კორნელიუსის დათანხმება, რომ მისცემდნენ საკუთარი ბიზნესის წარმოების უფლებას, თუ ოჯახში დარჩებოდა. მამამ ფაქტობრივად, იჯარით მისცა თავისი ნავი შვილს, კორნელიუსს მისი გამოყენება მზის ჩასვლის შემდეგ შეეძლო, თუმცა შემოსავლის ნახევარი მშობლებს უნდა გადაეცა. სწორედ ეს შეთანხმება გახდა მნიშვნელოვანი ტრამპლინი მოზრდის კარიერისთვის...

სრუტე სავსე იყო ვანდერბილტების მსგავსი პატარა გემებით - ტვირთითაც და მგზავრითაც. მაგრამ 16 წლის კორნელიუსი პირველი იყო ადგილობრივ გადამზიდავებს შორის, რომელმაც გააცნობიერა, რომ უფრო მოსახერხებელია ეს ხალხისთვის გამოეყენებინა. მან შექმნა გადაადგილების მაფიო გრაფიკი, შედეგად თავის ზოგიერთ კონკურენტს კლიენტები წაართვა.

1813 წელს, 19 წლის ასაკში, ვანდერბილტმა შექმნა ოჯახი და მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი ბიზნესი. ის ჯერ თავის ბიძაშვილზე, სოფია ჯონსონზე დაქორწინდა, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა და მასთან ერთად გადავიდა მანჰეტენში. შემდეგ იყიდა თავისი ნახევარძმის წილი ბიზნესში და მალევე კორნელიუსმა იყიდა ხომალდი თავისი რძლისგან. ეს იყო პირველი გემი, რომელიც მან საოჯახო ბიზნესისთვის შეიძინა.

შარლოტას მოჰყვა მამასთან ერთად შეძენილი სხვა გემები. ხოლო 1817 წლის ბოლოსათვის 23 წლის კორნელიუს ვანდერბილტის ქონება დაახლოებით 15 ათასი დოლარი იყო. (დღეს დაახლოებით 275 ათასი დოლარის ექვივალენტი).

ბიზნესის იმპერიის კაპიტანი

1818 წელს ვანდერბილტმა მიიღო შეთავაზება მდიდარი პლანტატორისგან, თომას გიბონსისგან, გამხდარიყო სავაჭრო გემის კაპიტანი. ეს იყო ორთქლის გემი, რომელიც დაცურავდა ელიზაბეტთაუნსა (ნიუ ჯერსი) და ნიუ-იორკს შორის. როგორც კაპიტანი, ვანდერბილტი არა მხოლოდ გაეცნო იმდროინდელ ინოვაციურ გემს, არამედ ისწავლა დიდი გადაზიდვის ბიზნესის მართვა.

თუმცა, როგორც კი საქმეში ჩაერთო, კორნელიუსი არაერთხელ დააპატიმრეს მონოპოლიის დარღვევისთვის, რის შემდეგაც იგი გადავიდა ნიუ-ბრუნსვიკში (ნიუ ჯერსი) და გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა გემზე.

თუმცა 1824 წელს მონოპოლია გაუქმდა და ვანდერბილტს უკვე თამამად შეეძლო კონკუენცია გაეწია მსხვილი გვარებისთვის. რამდენიმე წლის შემდეგ კორნელიუსმა იყიდა ახალი გემები და გახსნა უფრო და უფრო მეტი სამგზავრო ხაზი, რომელიც ნიუ ჯერსს მეზობელ რეგიონებთან აკავშირებდა.

მან ფაქტობრივად, გაანადგურა კონკურენტები და გაიმარჯვა. იყიდა ახალი ხომალდები და ორთქლის გემები, დაეუფლა ახალ მარშრუტებს და საბოლოოდ მიიღო პრესისგან მიიღო მტსახელი Commodore.

1838 წელს ვანდერბილტი საბოლოოდ შევიდა სარკინიგზო ბიზნესში მის ხელში არსებული წილებით.

მალე ვანდერბილტმა გადაწყვიტა არხის გათხრა ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის. მაგრამ არა პანამაში, როგორც ეს მოგვიანებით გაკეთდა, არამედ ნიკარაგუაში. მან მიიღო კონტრაქტი არხის აშენებაზე, თუმცა ასეთი პროექტი დიდ ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვდა. ბიზნესმენი ინვესტიციების მოსაზიდად ლონდონში წავიდა. თუმცა ვერაფერი შეძლო.

1857 წელს მისმა გემებმა დაიწყეს ტრანსატლანტიკური გადაზიდვები ნიუ-იორკიდან საფრანგეთში, ასევე ფოსტის მიწოდება წყნარი ოკეანის სანაპიროზე.

1861 წელს შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი დაიწყო. ომის შემდეგ კორნელიუს ვანდერბილტი რკინიგზას დაუბრუნდა. ამჯერად მან გადაწყვიტა მოეწესრიგებინა ქვეყნის დაშლილი სარკინიგზო ქსელი. 1865 წლისთვის ის უკვე აკონტროლებდა ნიუ-იორკის, ჰარლემისა და ჰადსონის ხაზებს. ხოლო 1867 წელს გახდა ნიუ-იორკის ცენტრალური, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი რკინიგზის პრეზიდენტი.

sad-1718528848.jpg

ნიუ-იორკის ცენტრალური სადგური აშენდა კორნელიუს ვანდერბილტის მიერ და დღემდე აოცებს მნახველებს თავისი განლაგებით და პლატფორმების უზარმაზარი რაოდენობით.

კორნელიუს ვანდერბილტი გარდაიცვალა 1877 წლის 4 იანვარს, როგორც ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. მისი ვაჟი უილიამი ღირსეული მემკვიდრე აღმოჩნდა, რამაც გააორმაგა მამის ქონება. თუმცა მომავალმა თაობებმა ვერ შეინარჩუნეს ვანდერბილტების ოჯახის სიმდიდრე.

მეორე მსოფლიო ომისთვის კორნელიუსის მემკვიდრეობიდან თითქმის არაფერი დარჩა. მაგრამ ვანდერბილტის სახელი ჯერ კიდევ ცოცხალია.

თეონა რამაზაშვილი