ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო.
დედაქალაქის მერიის ცნობით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება.
აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მისახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს, ხოლო კერძო სახლებში მცხოვრები მოქალაქეები საშვებს მიიღებენ ვაკის რაიონის გამგეობაში, თამარაშვილის N10-ში ან საუბნო განყოფილებაში, რომელიც ფალიაშვილის N41-ში მდებარეობს.
„ამ მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობა და გამგეობის საუბნო განყოფილება 15 და 16 ივნისს, უქმე დღეებშიც იმუშავებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.