ამსტერდამში 3,250 ველოსიპედს უფასოდ დაარიგებენ

ამსტერდამის მცხოვრებლებს 3,250 ველოსიპედი უფასოდ დაურიგდებათ, რომელიც ქალაქის საწყობში ინახება.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

ამით ნიდერლანდების დედაქალაქის მერიას სურს, მხარი დაუჭიროს ადამიანებს, რომლებსაც ამ ტრანსპორტის სისტემატურად მართვის გამოცდილება ჯერ არ აქვთ. მერია, ასევე, ცდილობს, მოქალაქეთა ჯანსაღი წესით ცხოვრებას ხელი შეუწყოს.

ყველა უფასო ველოსიპედი კარგ მდგომარეობაშია. ისინი გარემონტებული და შესაბამის სტანდარტებზე შემოწმებულია.

აქცია ამსტერდამის სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც ველოსიპედის კულტურის გაძლიერებაა.

მაგალითად, ამ ტრანსპორტის მართვის გაკვეთილები ქალაქის სხვადასხვა რაიონში უკვე ტარდება, რომლის კურსდამთავრებულებსაც ადრე ველოსიპედებს ჩუქნიდნენ. მიზანი, დაახლოებით, 500 ველოსიპედის დარიგება იყო, თუმცა ინიციატივა იმდენად პოპულარული გახდა, რომ მოქალაქეებს საბოლოოდ 1,139 ველოსიპედი დაურიგდათ. მონაწილეთა 90% ამბობს, რომ უფასოდ მიღებული ველოსიპედით კვირაში სამზე მეტჯერ სარგებლობენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ