გმირთა მოედანზე ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა სავარაუდოდ, დღეს გაიხსნება

გმირთა მოედანზე ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა, სავარაუდოდ, დღეს გაიხსნება. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ვარაზისხევის მიმართულებით გზის გახსნისგან თავს იმის გამო იკავებენ, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკის და ცოცხალი ძალის გადაადგილებას ხელი არ შეეშალოს.

"საგზაო მოძრაობა აღდგენილია გმირთა მოედანზე ყველა მიმართულებით, გარდა ვარაზისხევის მიმართულებისა. მუშაობს ესტაკადაც. ერთადერთი, რაც გასახსნელი დარჩა, არის ვარაზისხევის მიმართულება და აღნიშნულიც, ვვარაუდობთ, რომ ხვალისთვის გაიხსნება. ამ გზაზე იმდენად არ არის ტექნიკური პრობლემები, რამდენადაც მისმა გახსნამ შეიძლება აღდგენითი სამუშაოები შეაფერხოს, კერძოდ, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკის და ცოცხალი ძალის გადაადგილებას შეუშალოს ხელი", - განაცხადა გუშინ ჯანელიძემ.