რა ღირს საქართველოსა და თურქეთის ნაკრებები - Top-5 ძვირად ღირებული ფეხბურთელი

ისტორიაში პირველად, ხვალ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. 18 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი თურქეთის ნაკრებს, ვინჩენცო მონტელას გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, როგორია ევროპის ჩემპიონატზე პირველი მოწინააღმდეგე გუნდის, თურქეთისა და ამავდროულად, საქართველოს ეროვნული ნაკრებების ღირებულება. ასევე, ვინ არიან ნაკრებების Top-5 ძვირად ღირებული ფეხბურთელები.

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ღირებულება 161.05 მლნ ევროს შეადგენს, თურქეთის ნაკრების ფასი კი 324.10 მლნ ევროა.

რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ 5 ფეხბურთელს, სია ასე გამოიყურება:

საქართველოს ნაკრები:

  • ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო
  • გიორგი მამარდაშვილი - 35 მლნ ევრო
  • გიორგი მიქაუტაძე - 15 მლნ ევრო
  • ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო
  • საბა ლობჟანიძე - 3 მლნ ევრო

თურქეთის ნაკრები:

  • ჰაკან ჩალჰანოღლუ - 45 მლნ ევრო
  • ქენან ილდიზი - 30 მლნ ევრო
  • არდა გულერი - 30 მლნ ევრო
  • ორკუნ კეკჩუ - 27 მლნ ევრო
  • ფერდი ქედიოღლუ - 21 მლნ ევრო

ცნობისათვის, ევრო 2024-მა გერმანიაში სტარტი 14 ივნისს აიღო და 14 ივლისს დასრულდება. ფინალი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.

ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ თამაშს ხვალ, 18 ივნისს თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი პორტუგალიას.