გასულ წელს შემოწმებული ფულის 56% ყალბი აღმოჩნდა

გასულ წელს შემოწმებული ფულის 56% ყალბი აღმოჩნდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ექსპერტიზა 6 350 ცალ ფულის საეჭვო ნიშანზე ჩატარდა, საიდანაც 56.1% ანუ 3 562 ყალბი აღმოჩნდა, 1 879 ნამდვილი, ხოლო 909 ცალ ფულის ნიშანზე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ არგადახდადი იყო.

„გასული წლის განმავლობაში გრძელდებოდა ფულის ნიშნების ექსპერტიზის სამუშაოები. კერძოდ, ექსპერტიზა ჩატარდა საკასო ცენტრის სალაროებიდან, კომერციული ბანკებიდან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, სამართალდამცავი ორგანოებიდან გამოგზავნილ და ფიზიკური პირების მიერ შემოტანილ 6 350 ცალ ფულის საეჭვო ნიშანზე. აქედან, 3 430 - ლარის ბანკნოტები იყო; 410 - ლარის მონეტები; 2 171 - აშშ დოლარი; 289 - ევრო, ხოლო 50 - სხვა უცხოური ვალუტა.

chasma-fotoo-1718610801.jpg

თაია არდოტელი