დასწრება თავისუფალია - ნაკრების საგულშემატკივროდ მიხეილ მესხის სტადიონზე ეკრანები დამონტაჟდება

ხვალ, 20:00 სთ-ზე ყველა ქართველ გულშემატკივარს შეეძლება მიხეილ მესხის სტადიონზე უგულშემატკივროს ჩვენს ნაკრებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

"ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში საგულშემატკივროდ, თუმცა ბევრმა ვერ შეძლო წასვლა. მივიღეთ გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დავამონტაჟოთ ეკრანები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამზადისი და ხვალ 20:00 საათზე შეეძლება გულშემატკივარს მესხის სატადიონიდან, ღია სივრცეში, დიდ ეკრანებზე უგულშემატკივროს ჩვენს ნაკრებს. დასწრება, რა თქმა უნდა, თავისუფალია, ყოველგვარი გადასახადის გარეშე,"- აღნიშნა კალაძემ.