ფულადი გზავნილები შემცირდა - საიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი თანხა

საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს მაისში საქართველოში 284.308 მლნ გადმოირიცხა, რაც 27% -ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის მაისში ფულადმა გზავნილებმა 390.240 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც წელს მაისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ლიდერობს იტალია, რომელზეც ფულადი გზავნილების 17% მოდის, მოსდევს რუსეთი 16.9%-ით და აშშ - 16,6%-ით.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა:

  • იტალია - 48.120 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთის ფედერაცია - 48.105 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ - 47.220 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი - 22.003 მლნ აშშ დოლარი
  • ისრაელი - 21.783 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 21.734 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 11.340 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი - 8.626 მლნ აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 5.643 მლნ აშშ დოლარი
  • ირლანდია - 5.316 მლნ აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური