ბილ გეითსი ატომურ ენერგეტიკაში მილიარდობით დოლარს ჩინეთის გამო ჩადებს

Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი ბირთვულ ენერგეტიკაში მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ჩინეთის გამო განახორციელებს. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვის დროს განაცხადა.

გეითსი ვაიომინგის ატომური ელექტროსადგურის პროექტს გულისხმობს, რომელსაც მისი კომპანია, TerraPower ახორციელებს. ის ამბობს, რომ უკვე მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო და მილიარდების ჩადებას კიდევ გააგრძელებს.

ვაიომინგის ატომური ელექტროსადგურის პროექტი რეაქტორის გასაგრილებლად წყლის ნაცვლად ნატრიუმის გამოყენებას გულისხმობს, რაც უსაფრთხოებას გააუმჯობესებს და ენერგიის გამომუშავების ღირებულებას გააიაფებს.

მოელიან, რომ სადგური 2030 წელს ამოქმედდება.

ბილ გეითსი განმარტავს, რომ პროექტი აშშ-ს საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება, მეტი ბირთვული ენერგიის კონცენტრირება მოახდინოს და სხვა ქვეყნებს, მაგალითად, ჩინეთს ახალი ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა ჩამოართვას.

ცნობისთვის: ვაშინგტონში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ფონდის (ITIF) ანგარიშის მიხედვით, აშშ ბირთვული ენერგიის მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებაში ჩინეთს 15 წლით ჩამორჩება. პეკინის უპირატესობას, უპირველეს ყოვლისა, ტექნოლოგიების მიმართ სამთავრობო მიდგომა და მათი ფართო დაფინანსება განაპირობებს. აშშ ამჟამად არც ერთ ახალ ბირთვულ რეაქტორს არ აშენებს, მაშინ, როცა ჩინეთში 27 მშენებარე ბირთვული რეაქტორია. მათი მშენებლობის საშუალო დრო, დაახლოებით, შვიდი წელია, რაც სხვა ქვეყნებზე მნიშვნელოვნად სწრაფი ტემპია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ