საქართველოში ჯამში 2500-მდე ჩინური (სრულად ჩინური, ან ჩინური კაპიტალის მონაწილეობით) ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული. ამის შესახებ Bpn-ს სტატისტიკის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.
ამავე მონაცემების მიხედვით, მხოლოდ წელს, 5 თვეში, 105 ბიზნესი დარეგისტრირდა, საიდანაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს 70 ობიექტი, ინდივიდუალური მეწარმეა 31, უცხოური საწარმოს ფილიალი 3, ხოლო არასამეწარმეო იურიდიული პირი 1.
რაც შეეხება ზოგადად საქართველოში რეგისტრირებულ ჩინურ ბიზნეს სუბიექტებს, ამათგან 64% შპს-ზე მოდის, ხოლო 35% ინდმეწარმეზე.
უფრო კონკრეტულად, ამ დროისთვის სრულად ჩინური (ან ჩინური კაპიტალის მონაწილეობით)1600-ზე მეტი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, 870-ზე მეტი - ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 20-ზე მეტი - უცხოური საწარმოს ფილიალი.