მომავალში ადამიანები ტელეფონებს აღარ გამოიყენებენ და კომუნიკაციისთვის ტვინის იმპლანტები დასჭირდებათ.
ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
კერძოდ, პაროდიულ აქაუნთ Not Elon Musk-ის ავტორმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეკითხვით მიმართა: „დააყენებდით თუ არა ტვინში Neuralink-ის ინტერფეისს, რომელიც გონების ძალით თქვენი ახალი ტელეფონის, X-ის მართვის საშალებას მოგცემდათ?”
ამ პოსტზე კომენტარი თავად მასკმა გააკეთა და დაწერა, რომ მომავალში მობილური მოწყობილობები საერთოდ არ იქნება საჭირო.
„მომავალში არ იქნება ტელეფონები, იქნება მხოლოდ Neuralink,“ - წერს მილიარდერი პოსტის კომენტარში.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ