როუმინგის განახლებული პაკეტები სელფისგან: მეტი ინტერნეტი კონკურენტულ ფასად

საზღვარგარეთ მოგზაურობისას, ერთ ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი - როუმინგია. სწორედ ამიტომ, საზღვარგარეთ მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, სელფიმ სულ ცოტა ხნის წინ განაახლა როუმინგის ინტერნეტ პაკეტები, რომლებიც გთავაზობთ: მეტ ინტერნეტს, კიდევ უფრო შემცირებულ ტარიფებს და 30 დღიან ვადას. დამატებითი კომფორტისთვის, როუმინგის პაკეტს საჩუქრად მოყვება Google Maps.

რა უპირატესობა აქვს სელფის შეთავაზებას Google Maps-ზე

სელფის როუმინგის პაკეტს, მოგზაურებისთვის ეს ყველაზე საჭირო აპლიკაცია, უფასოდ მოყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ Google Maps-ის გამოყენების დროს არ იხარჯება მომხმარებლის ინტერნეტი. Google Maps-ის ჩამოტვირთვასთან შედარებით, აპლიკაციის ცოცხალ რეჟიმში მოხმარებას ბევრი უპირატესობა აქვს. გარდა იმისა, რომ ჩამოტვირთულ ვერსიაში ყველა ფუნქციონალი ხელმისაწვდომი არაა, ზოგ ქვეყანაში რუკის ჩამოტვირთვა საერთოდ შეუძლებელია.

როუმინგის განახლებული პაკეტების ზონები

მოგზაურობის საჭიროებებზე მეტად მორგებისთვის, სელფი მომხმარებელს სთავაზობს მომსხურებას დაყოფილს ორ ზონად, იმის მიხედვით თუ სად მიემგზავრებით:

ევრო პასი: ევროპა + თურქეთი + უფასო Google Maps

კონტინენტალ პასი: მსოფლიო + უფასო Google Maps

dsdaa-1718693145.png

როგორ ჩავრთოთ სასურველი პაკეტი?

საუკეთესო როუმინგის სერვისის შეთავაზებისთვის, მოცემული ზონების ყველა ქვეყანაში სელფის გაფორმებული აქვს პარტნიორობა საუკეთესო მობილურ ოპერატორებთან. საზღვრის გადაკვეთისას, აბონენტი საკუთარი ნომრით, ავტომატურად გადაერთვება პარტნიორ მობილურ ოპერატორზე და უწყვეტად შეძლებს კავშირზე ყოფნას.

სელფის როუმინგის ინტერნეტ პაკეტის გააქტიურება ხდება მარტივად და შესაძლებელია როგორც გამგზავრებამდე, ასევე საზღვარგარეთ ჩასვლისთანავე, USSD კოდის გამოყენებით, სელფის ვებგვერდიდან, MyCelfie აპლიკაციიდან, ან მომსახურების ცენტრში მისვლით.

რას ვაკეთებთ, თუ გვჭირდება დაკავშირება სელფისთან

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სახის მხარდაჭერა დაჭირდა, აბონენტს შეუძლია სრულიად უფასოდ განახორციელოს ზარი სელფის სატელეფონო ცენტრში (110101), ასევე ისარგებლოს ონლაინ ჩატის ფუნქციონალით.

(R)