გრივნა 70 კაპიკით დაეცა

უკრაინის ეროვნული ვალუტის ღირებულებამ დოლართან მიმართებაში ბოლო ორი თვის მანძილზე მინიმალურ დონეს მიაღწია.

ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, გრივნა გუშინ 70 კაპიკით დაეცა. შედეგად, 1 დოლარის ღირებულებამ 22.14 გრივნა შეადგინა. რაც შეეხება ევროსთან მიმართებას, 1 ევროს შეძენა ბოლო მონაცემებით, 24.83 გრივნადაა შესაძლებელი.

უკრაინის ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტმა გამოიწვია. გრივნის დევალვაცია კომუნალური მომსახურებისა და პროდუქციის ფასებზეც აისახა.