სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 27-ე ადგილზეა. მისი ღირებულება 80 მლნ ევროს შეადგენს. თუმცა, არიან სხვა ქართველი ფეხბურთელებიც, რომელთა ფასი ასევე იზრდება. მათ შორისაა, გიორგი მამარდაშვილი 35 მლნ ევროთი, გიორგი მიქაუტაძე 15 მლნ ევროთი და ა.შ.
რაც შეეხება მსოფლიოში ამ ეტაპზე ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებს, Transfermarkt-ზე, პირველ ოთხეულში არიან ჯუდი ბელინგემი, ერლინგ ჰოლანი, ვინიციუს ჯუნიორი და კილიან მბაპე - რომელთა ღირებულება 180 მლნ ევროა.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების პირველ ათეულს, რომელიც სამენეჯერო კომპანიის საიტზე ამ ეტაპზე ასე გამოიყურება: