ევროკავშირმა უკრაინაში რეკორდული ოდენობის საკვები ნარჩენები შეიძინა

მიმდინარე წლის აპრილში ევროკავშირმა უკრაინაში ურთიერთვაჭრობის ისტორიაში რეკორდული ოდენობის, 86 მლნ ევროს საკვები ნარჩენები შეიძინა. ამის შესახებ Eurostat-ის მონაცემებში წერია.

კერძოდ, მარტთან შედარებით უკრაინიდან ნარჩენების მიწოდება, თითქმის, მესამედით, 27%-ით გაიზარდა. აპრილში მიწოდების უმეტეს ნაწილს კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები შეადგენდა, რომლებიც მცენარეული ცხიმის ან ზეთის ამოღების შედეგად მიიღება. მათი წილი ევროკავშირში უკრაინიდან კვების მრეწველობის ნარჩენების მთლიან მიწოდებაში 71%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზე მხოლოდ სოიოს ზეთის მოპოვებით მიღებული ნარჩენებია, რომლის წილმაც მთლიან მიწოდებაში 23% შეადგინა.

სათითაოდ 3% სახამებლისა და იმ პროდუქტების წარმოების ნარჩენების წილია, რომლის შემდგომი გამოყენებაც ცხოველების გამოსაკვებად არის შესაძლებელი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ