მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებლის, ჯარიმისა და საურავის ჩამოწერის წესი დაამტკიცა.
დადგენილების მიხედვით, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გათვალისწინებული გადაუხდელი მოსაკრებელი და მასთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმა და საურავი შესაძლებელია, რომ პირის განცხადების საფუძველზე ჩამოიწეროს.
ამავდროულად, მოსაკრებელი, ჯარიმა და საურავები შესაძლოა, ჩამოიწეროს შემდეგ შემთხვევაში: თუ პირს 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე შესაბამისი ლიცენზიით (სათანადო დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) არ უსარგებლია და მიწისქვეშა მტკნარი წყალი არ ჩამოუსხამს. ამასთან, კმაყოფილდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა: