საქართველოში მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში 1 375 236 700 დოლარი გადმოირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, ამავე პერიოდში ფულად გზავნილების ნაკადების მოცულობა ამერიკიდან 218 701 300 დოლარს შეადგენდა. მონაცემები აჩვენებს, რომ მთლიან ფულად გზავნილებში ამერიკის წილი 15.9% იყო.
ამასთანავე, აშშ-დან საქართველოში განხორციელებული ფულადი ნაკადების მოცულობა ათწლიან ჭრილში ისტორიულ მაქსიმუმზეა. როგორც „ბიზნესპრესნიუსმა“ დაითვალა, მაგალითისთვის 2014 წლის იანვარ-მაისში ამერიკიდან საქართველოში ჯამში გადმოირიცხა 30.57 მლნ დოლარი, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 218.7 მლნ დოლარი.
უფრო კონკრეტულად, 2014-2024 წლების პირველ ხუთ თვეში აშშ-დან საქართველოში გადმორიცხული თანხები ასე გამოიყურება:
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ამერიკაში საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა, მიუხედავად იმისა, რომ ათწლიან ჭრილში გაზრდილია, 2023 წელთან შედარებით შემცირებულია. მონაცემები ასე გამოყურება: