ბათუმსა და ერევანს შორის სამგზავრო მატარებელი რეისებს 24 ივნისიდან შეასრულებს

ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებელი რეისებს 24 ივნისიდან შეასრულებს - ამის შესახებ ,,სამხრეთ კავკასიის რკინიგზაში” აცხადებენ.

”დადგა ზაფხული, დასვენების სეზონი! გაატარეთ შვებულება შავი ზღვის სანაპიროზე და დასასვენებელ ადგილზე მოხვედრაში ჩვენ დაგეხმარებით! 24 ივნისიდან ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტზე მატარებელი ყოველ მეორე დღეს იმოძრავებს! პირობებისა და მატარებლების განრიგს შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე გაეცნოთ“, - ნათქვამია სომხური კომპანიის განცხადებაში.

სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 14 ივნისს აღდგა. ის სომხეთის ჩრდილოეთი საზღვრისპირა რაიონებში დამანგრეველმა წყალდიდობამ შეაფერხა, რის შედეგადაც რკინიგზის 2-კილომეტრიან მონაკვეთზე მეტი დაზიანდა“, - იუწყება „არმენპრესი“.