მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან 100 მლნ ევროს ისესხებს

საქართველოს მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) 100 მილიონი ევროს ოდენობის სესხს იღებს. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

განკარგულებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული თანხა საქართველოს მწვანე მიმართულებაზე გადასვლის პირველ ფაზას მოხმარდება.

ფინანსური პირობების თანახმად, სესხი 15-წლიან ვადაზეა გათვლილი, საიდანაც საშეღავათო პერიოდი ერთი წლით განისაზღვრა.

ადმინისტრაციული გადასახდელი სესხის თანხის 1%-ს შეადგენს (ერთჯერადი გადასახდელი ერიცხება სესხის მთლიან მოცულობას, სესხის თანხიდან გადახდა არ ხდება).

რაც შეეხება ვალდებულების გადასახდელს, განისაზღვრა 0.25%-ით, რაც სესხის აუთვისებელ ნაწილს ერიცხება.

მერი ტაბატაძე