5 თვეში თითქმის 18.6 მლნ აშშ დოლარის ჩინური ავტომობილი შემოვიდა - რა ჯდება ერთი მანქანა

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი რეკორდულად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვეში, ჩინეთიდან 1 119 ერთეული (18.598 მლნ აშშ დოლარი) მანქანა შემოვიდა, რაც რაოდენობრივად 54%-ით, ხოლო თანხებში 117%-ით აჭარბებს, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 726 ერთეული (8.582 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შემოვიდა.

ამასთან, ჩინეთის წილი ავტომობილების მთლიან იმპორტშიც გაზრდილია. კერძოდ, წელს 5 თვეში საქართველოში ჯამში 65 455 ერთეული (967.364 მლნ აშშ დოლარი) მანქანა შემოვიდა, საიდანაც 1.7% ჩინურზე მოდიოდა. 2023 წლის იანვარ-მაისში კი ქვეყანაში 82 841 ერთეული (1.262 მლრდ აშშ დოლარი) ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, აქედან მხოლოდ 0.9% იყო ჩინეთიდან.

რაც შეეხება ღირებულებას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ერთი ავტომობილი საშუალოდ, დაახლოებით, 16.6 ათას აშშ დოლარი ღირს, თუმცა მარკისა და მოდელის მიხედვით, ფასი შესაძლოა უფრო ნაკლები, ან ძვირი იყოს.

ნინი ქეთელაური