რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფარმაცევტული კომპანია - Top-10

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფარმაცევტული ბრენდების რეიტინგში ზედიზედ მეექვსე წელი პირველი ადგილს ამერიკელი კომპანია, Johnson & Johnson იკავებს.

ამის შესახებ ბრენდების შეფასების სფეროში საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის მონაცემებში წერია.

კერძოდ, გასული წელს ბრენდ J&J-ის საბაზრო ღირებულება 5%-ით, 13.4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

თუმცა ყველაზე სწრაფად მზარდი ფარმაცევტული ბრენდი Novo Nordisk და Eli Lilly-ია. კერძოდ, Novo Nordisk-ის საბაზრო ღირებულება 64%-ით, 5,1 მლრდ დოლარამდე, ხოლო Eli Lilly-ის 53%-ით, 5,9 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

საბაზრო ღირებულებით ყველაზე ძვირი ფარმაცევტული კომპანიების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • Johnson & Johnson (აშშ) – 13,4 მლრდ დოლარი
  • Roche (შვეიცარია) – 8,8 მლრდ
  • Pfizer (აშშ) – 6,1 მლრდ
  • Merck (აშშ) – 6,1 მლრდ
  • Eli Lilly (აშშ) – 5,9 მლრდ
  • AstraZeneca (დიდი ბრიტანეთი) – 5,7 მლრდ
  • Bayer (გერმანია) – 5,5 მლრდ
  • Novo Nordisk (დანია) – 5,1 მლრდ
  • Sanofi (საფრანგეთი) – 4,4 მლრდ
  • Bristol Myers Squibb (აშშ) – 4,2 მლრდ

კაპიტალიზაციით ტოპ 25 ფარმაცევტულ ბრენდს შორის ოთხი ჩინური კომპანია, Guangzhou Pharmaceutical, Sinopharm, Shanghai Pharmaceuticals Holding და Yunnan Baiyao მოხვდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ