აჭარაში ღვინის მარნების წარმომადგენლებს ტრენინგი უტარდებათ

სტუმრებისათვის ღვინის გაცნობა, ღვინის დაჭაშნიკება და ღვინით მომსახურების ძირითადი წესები - ამ თემებთან დაკავშირებით, აჭარაში ღვინის მარნების წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ. ქობულეთის შემდეგ პრაქტიკულ-თეორიული სწავლება ბათუმში მიმდინარეობს. ტრენინგის მონაწილეები პროფესიონალი ღვინის მცოდნეებისგან ღვინის დაყენების თავისებურებებს, ღვინის კერძებთან შეხამების და მირთმევის (დაჭაშნიკების) წესებს, ღვინის ისტორიასა და ღვინის როლს ტურიზმში ეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის შემდეგ ტრენინგებს ქედასა და ხელვაჩაურში არსებული ღვინის მარნების წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს. ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა https://serviceajara.ge/ -ზე შეუძლიათ.

მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, მასტერკლასები და პრაქტიკული მეცადინეობები სექტორის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლისთვისაც, მათ შორის გიდებისთვის, სააგენტოებისთვის, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის. სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში წლიურად ტურისტული სექტორის 1000-მდე წარმომადგენელის გადამზადება ხდება.

NS