ამინდის ექსტრემალური პირობები, ფიზიკური დისკომფორტისა და ჯანმრთელობის რისკის შექმნის გარდა, ტურისტების საფულესაც “ურტყამს.” ამის შესახებ The Post Office-ის ახალ კვლევაში წერია, რასაც The Mirror ავრცელებს.
კერძოდ, ანალიზმა აჩვენა, რომ სიცხის ყოველი დამატებითი გრადუსი ესპანეთში ოჯახს დასვენების ღირებულებას, დაახლოებით, 114 ევროთი უძვირებს. მაგალითად, თუ მაისში, 22°C ტემპერატურაზე ლონდონიდან ესპანეთის ბენიდორმში ერთი კვირით მოგზაურობა ორი ზრდასრულისა და ორი მოზარდისგან შემდგარ ოჯახს, დაახლოებით, 952 ევრო უჯდება, აგვისტოში, როცა ტემპერატურა 30°C-ს აღწევს, ეს ფასი 1,861 ევრომდე იზრდება.
პოპულარულ მიმართულებებზე ოთხსულიანი ოჯახის შვიდი დღით დასვენებას სიცხე შემდეგი ოდენობით აძვირებს:
2,000 მოგზაურის გამოკითხვის თანახმად, ათიდან ოთხი რესპონდენტი „არასეზონურ“ დასვენებას ირჩევს. ძირითად მიზეზებს შორის 58% ხარჯების დაზოგვას, 51% ტურისტების ნაკლებ რაოდენობას, ხოლო 37% შედარებით მშვიდ მგზავრობას ასახელებს.
ამასთან, გამოკითხვის თანახმად, დამსვენებელთა 77%-მა ფული იმიტომ დაზოგა, რომ დასასვენებლად შუა კვირაში გაფრინდეს და შაბათ-კვირის გაზრდილი ფასები თავიდან აიცილოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ