როდიდან უქმდება ლამინირებული პირადობის მოწმობები

2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს.

15 მარტიდან მიმდინარეობს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათი) უსასყიდლოდ ჩანაცვლების აქცია.

არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს.

სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის აღნიშნული აქციით 105 131-მა ადამიანმა ისარგებლა.

ეკა დარჩიაშვილი