აქტაუს პორტმა შუა დერეფნით ტრანსპორტირებისთვის კონტეინერების გადაზიდვა გააორმაგა

იანვარ-მაისში ყაზახეთის აქტაუს საზღვაო პორტმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR), ანუ შუა დერეფანით ტრანსპორტირებისთვის 14,3 ათას TEU-ზე მეტი კონტეინერი დაამუშავა.

ამის შესახებ პორტის მფლობელ ყაზახეთის რკინიგზის ოპერატორი კომპანიის ანარიშში წერია.

TITR-ით ტრანსპორტირებისთვის ხუთ თვეში დამუშავებული კონტეინერების ეს მოცულობა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2-ჯერ მეტია.

პორტით კონტეინერების მთლიანმა გადაზიდვამ 5 თვის განმავლობაში 15,8 ათას TEU-ზე მეტს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 50%-ით მეტია. მხოლოდ მაისში პორტით 5,1 ათას TEU-ზე მეტი კონტეინერი გადაიზიდა.

აქტაუს პორტის მთავარი დისპეჩერის, ვადიმ ნოვიკოვის მონაცემებით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ჩინეთიდან ევროპის ქვეყნებში საკონტეინერო გადაზიდვები გაორმაგდა, რადგან “დღეს ამ მარშრუტს დიდი პოტენციალი აქვს,” ხოლო “მის მთავარ პრიორიტეტებს შორის, სუეცის არხთან შედარებით, ტვირთის მიწოდების დრო და მეტი უსაფრთხოებაა.”

საკონტეინერო ტვირთის დიდი მოცულობით გადასაზიდად მიმდინარე წლის აგვისტოში აქტაუს პორტი თანამედროვე მძლავრი გადასაზიდი ტექნიკით შეივსება, როგორიც რიჩსტაკერები და პორტალური ამწეა, რომლესაც 65-ტონიანი მაღალი სიმძლავრე აქვს და როგორც გენერალური, ისე ნაყარი ტვირთის გადასაზიდად არის განკუთვნილი.

TITR საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიოტრიებს, შემდეგ კი ევროპის ქვეყნებს მოიცავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ