Nvidia მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა - ვინ ჩამოიტოვა ტექნოლოგიურმა გიგანტმა

Nvidia-მ ტექნოლოგიურ გიგანტს Microsoft-ს აჯობა და მსოფლიოში ყველაზე ძვირადღიებული კომპანია გახდა - ამის შეასხებ დასავლური მედია წერს.

სამშაბათს, Nvidia-ს აქციები 3,5%-ით გაიზარდა და 135,58 დოლარადმე გაიზარდა, ხოლო მისმა საბაზრო ღირებულებამ 3,335 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

შეგახსნებთ, რომ Nvidia-მ Microsoft-მდე, Apple-ს აჯობა და ამ დრომდე მეორე ყველაზე ღირებული კომპანია იყო.

"ეს არის Nvidia-ს ბაზარი; ჩვენ ყველა მხოლოდ მასზე ვაჭრობთ“ - განაცხადა სტივ სოსნიკმა, Interactive Brokers-ის ბაზრის მთავარმა სტრატეგმა.

Nvidia გახდა უოლ სტრიტზე ყველაზე ვაჭრობადი კომპანია, რომლის ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა ბოლო დროს საშუალოდ 50 მილიარდ დოლარს შეადგენდა. შედარებისთვის, Apple, Microsoft და Tesla შესაბამისი მაჩვენებელი საშუალოდ 10 მილიარდ დოლარს შეადგენს. Nvidia ახლა S&P 500 კომპანიებში მთელი ვაჭრობის დაახლოებით 16% პროცენტს იკავებს.

Nvidia-ს აქციები წელს თითქმის სამჯერ გაიზარდა, ხოლო Microsoft-ის აქციების ზრდა დაახლოებით 19 პროცენტი იყო. Nvidia-ს ტოპ პროცესორებზე მოთხოვნამ მიწოდებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რაც მათ კომპანისს პოიზიციებს კიდევ უფრო ამყარებს.

Microsoft, Meta Platforms და Alphabet (Google-ის დედა კომპანია) კონკურენციის მიუხედავად, Nvidia-ს AI პროცესორები კონკურენტებზე ბევრად აღმატებულად ითვლება, რაც დიდ მოთხოვნასა და მცირე მიწოდებას განაპირობებს.

„Nvidia დიდ ყურადღებას იჩენს და ბევრ რამეს ძალიან სწორად აკეთებს, მაგრამ მცირე შეცდომამ შესაძლოა აქციების და ინვესტორების მნიშვნელოვანი კორექტირება გამოიწვიოს. Nvidia ფრთხილად უნდა იყოს." - განაცხადა სტივ სოსნიკმა, Interactive Brokers-ის ბაზრის მთავარმა სტრატეგმა.

ცნობისთვის, Nvidia-ს საბაზრო ღირებულება $1 ტრილიონიდან $2 ტრილიონამდე სულ რაღაც ცხრა თვეში გაიზარდა .

თორნიკე მაისაშვილი