ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 206.2 პროცენტით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან 73.148 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების ექსპორტი განხორციელდა - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია საუბარი.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2023 წლის შესაბამის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული ძვირფასი ლითონების მადნებსა და კონცენტრატების ღირებულება 23.892 მილიონი ამერიკული დოლარით განისაზღვრა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთწლიან პერიოდში ძვირფასი ლითონებისა და კონცენტრატების შემთხვევაში ზრდამ 206.2 პროცენტი შეადგინა, რაც უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის ყველაზე კარგი შედეგია.

ზრდა დაფიქსირდა ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტშიც. ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 140.225 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 35.8 პროცენტით აჭარბებს.

ზრდა ასევე შეინიშნება მინერალური და მტკნარი წყლების შემთხვევაშიც. კერძოდ, ექსპორტირებული საქონლის ღირებულება 51,1 მილიონიდან, 65.1 მილიონამდე დოლარამდე გაიზარდა, რაც მესამე საუკეთესო შედეგია.

თორნიკე მაისაშვილი