თანხა, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტმა 2014 წელს გამოიმუშავა

მიხეილ სააკაშვილმა 2014 წლის მანძილზე თითქმის 100 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

საქართველოს ექსპრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაცია უკრაინულ გამოცემა Ukranews-ს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიაწოდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა 97 000 დოლარი უკრაინის ფარგლებს გარეთ - ხუთ ქვეყანაში გამოიმუშავა. თუმცა, არ არის დაკონკრეტებული ქვეყნები. დეკლარაციაში ასევე წერია, რომ სააკაშვილს საბანკო ანგარიშზე 95 000 დოლარი აქვს, მისი ოჯახის წევრებს კი - 61 000 ევრო. ამას გარდა, დოკუმენტის მიხედვით, სააკაშვილი ფლობს 6 820 და 500 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთებს და 97 კვადრატული მეტრის ფართობის სახლს.

გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ფინანსური ვადლებულებების გრაფა ცარიელია. ამას გარდა, დოკუმენტში არ არის აღნიშნული, ფლობენ თუ არა სააკაშვილი და მისი მეუღლე და შვილები ავტომობილს ან სხვა სატრანსპორტო საშუალებას. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად 30 მაისს დანიშნა.