2023-24 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოში 30 701 უცხოელი სტუდენტია, რაც დაახლოებით, 23%-ით მეტია წინა სასწავლო წლის მაჩვენებელზე. საქსტატის მიხედვით, 2022-23 წლებში, ჩვენს ქვეყანაში 25 069 უცხოელი სწავლობდა.
ამასთან, 2023-24 წლების მდგომარეობით, კერძო უნივერსიტეტში 23 408 უცხოელი სწავლობს, ხოლო 7 293 სახელმწიფოში.
სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად საქართველოში ყველაზე მეტი სტუდენტი ინდოეთიდანაა (53,3%), მას მოსდევს იორდანია 7%-ით და ისრაელი 6,2%-ით.