ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 74.5%-ია - როგორია top-3 -ის მონაცემები

2024 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტი 35.8%-ით გაიზარდა. გასული წლის პირველ 5 თვეში 103.25 მლნ აშშ დოლარის ქართული ღვინოა ექსპორტირებული, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 140.26 მლნ ამერიკული დოლარის.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტი ქართული ღვინო რუსეთში გავიტანეთ ექსპორტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პერიოდში ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 74.5% იყო.

ღვინის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე პოლონეთია, მესამეზე კი უკრაინა, თუმცა ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის, პოლონეთისა და უკრაინის წილებს შორის სხვაობა დიდია. უფრო კონკრეტულად, მაშინ როცა მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 74.5%-ია, მეორე ადგილზე მყოფი პოლონეთის წილი მხოლოდ 4.6%, ხოლო მესამე ადგილოსანი უკრაინის წილი 3.6%-ს შეადგენს.

იანვარ-მაისში რუსეთში, პოლონეთსა და უკრაინაში განხორციელებული ქართული ღვინის ექსპორტი ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - ექსპორტირებულია 104.55 მლნ დოლარის 38 661 ტონა
  • პოლონეთი - ექსპორტირებულია 6.443 მლნ დოლარის 2 609 ტონა
  • უკრაინა - ექსპორტირებულია 4.983 მლნ დოლარის 1 778 ტონა
მერი ტაბატაძე